ლედი გაგა კვლავ ლიდერობს

ლედი გაგა კვლავ ლიდერობს

გუშინ გამოქვეყნდა მუსიკალური ალბომების წინა კვირის მორიგი ბრიტანული რეიტინგი. ლიდერობას კვლავ მომღერალი ლედი გაგას ალბომი “Born This Way” ინარჩუნებს. ეს ნამუშევარი მსოფლიო გაყიდვაში 2011 წლის 23 მაისს გამოვიდა და პირველივე კვირას ამერიკული და ბრიტანული ჰიტ-პარადების სათავეში მოექცა.

 

“Born This Way” ლედი გაგას მეორე სტუდიური ალბომია. პირველმა “The Fame” დღის სინათლე 2008 წლის აგვისტოში იხილა.

 

წინა კვირის ბრიტანულ ჩართებში მეორე და მესამე პოზიცია მომღერალმა ადელიმ დაიკავა. ალბომი “21” მეორეა, “19” კი მესამე პოზიციაზე იმყოფება.

 

პირველ ათეულში მოხვდა უბერებელი ჯგუფი "Status Quo”-ს ახალი ნაშრომი “Quid Pro Quo”. ეს ალბომი მეათე ადგილზე იმყოფება.

 

წინა კვირის ბრიტანულ პირველ ათეულში ორი დებიუტანტი მუსიკალური ალბომიც აღმოჩნდა. დუეტი “The Pierces”-ის ალბომი "You & I” და მომღერალი სტივენ ჯინ უოლდის ახალი ნამუშევარი “You Can't Teach An Old Dog New Tricks”.