კულინარია და... ადამიანის ხასიათი

კულინარია და... ადამიანის ხასიათი

ვაშლი გიყვართ? - გულმოდგინე და ოდნავ ძველმოდური ხართ.

მარწყვს ანიჭებთ უპირატესობას? - დახვეწილი გემოვნება გაქვთ, გიყვართ ლამაზი ნივთები.

ტკბილეულობა გიყვართ? - კარგი მუსიკალური მონაცემები გაქვთ.

მაგიდაზე ყოველთვის გაქვთ პრასი? - თქვენ ინტელექტუალი ბრძანდებით, შესანიშნავად გაქვთ განვითარებული ლოგიკური აზროვნება.

სტაფილოსა და ისპანახზე გიჟდებით? - ნუ მიეცემით ცუდ აზრებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მელანქოლიკად გადაიქცევით.

ყოველდღე ამზადებთ კომბოსტოს კერძებს? - კამათისას გონიერებას იჩენთ, მაგრამ არასოდეს გასცემთ ფულს სესხად და ძალიან ანგარიშიანი ხართ.

ჭკუას კარგავთ კარტოფილზე? - თქვენ გაწონასწორებული ხართ და საკმაოდ კარგად ეგუებით სხვის აზრს.

სიამოვნებით მიირთმევთ პომიდორს? - შვილები და ოჯახი თქვენი ცხოვრების აზრს წარმოადგენენ.

ბადრიჯანი და ტკბილი წიწაკა გიყვართ? - ძალიან მიზანდასახული ხართ.