AC/DC-ს ახალი ალბომი

AC/DC-ს ახალი ალბომი

ცნობილი ავსტრალიური ჯგუფი AC/DC 1973 წელს ჩამოყალიბდა ქალაქ სიდნეიში. მომავალ წელს მას დაარსებიდან 40 წელი უსრულდება. ამ საზეიმო თარიღთან დაკავშირებით, ჯგუფის ვოკალისტმა ბრაიან ჯონსონმა ორი დღის წინ პრეს-კონფერენცია მოიწვია და სპეციალური განცხადება გაავრცელა.

 

საიუბილეო დღეებში AC/DC-ს წევრებს განზრახული აქვთ ახალი, რიგით მეთხუთმეტე ალბომის ჩაწერა. ბრაიან ჯონსონის ცნობით, უახლოეს მომავალში ის ჯგუფის დანარჩენ წევრებს შეხვდება და ამ პროექტის თითოეულ ნიუანს დეტალურად გაანალიზებს.

 

ახალი ალბომის გამოსვლის ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია. ის დღის სინათლეს ალბათ მომავალი წლის მეორე ნახევარში იხილავს.

 

ავსტრალიელ მუსიკოსებს განზრახული აქვთ, რომ ამ ალბომის გამოშვებას სპეციალური საგასტროლო ტურნე მიუძღვნან. ის არ იქნება ისეთი პომპეზური, როგორიც ჯგუფის უკანასკნელი ტურნე გამოდგა.

 

2008 წლის ოქტომბრიდან 2010 წლის ივნისამდე AC/DC-მ თითქმის მთელი მსოფლიო მოიარა. ამ საგასტროლო მოგზაურობის პირობითი სახელი “Black Ice World Tour” იყო და ჯგუფის რიგით მეთხუთმეტე ალბომის “Black Ice”-ს გამოსვლას მიეძღვნა.

 

ახალი პროექტის ორგანიზატორი, ვოკალისტი ბრაიან ჯონსონი ჯგუფს ჩამოყალიბების შემდეგ შეუერთდა. AC/DC-ში ის 1980 წელს მივიდა.