ნებისმიერი სურდოს, მით უფრო – ვირუსული გრიპის დროს, პრაქტიკულად, შეუძლებელია ნებისმიერი დიეტის დაცვა. ამიტომ უდროო დროს ავად გახდომის შემთხვევაში, შეიძლება მთლიანად წყალში ჩაგვეყაროს დღეების, კვირებისა და შესაძლოა, თვეების განმავლობაში შიმშილობა.
ამიტომ, ეს რომ არ დაგვემართოს, დავუმეგობრდეთ ვირუსების „მტერ“ პროდუქტებს: თევზს, სოიას, ყველს, ინდაურის ხორცს, კომბოსტოს, მაყვალს, ჟოლოს, ასკილს, ციტრუსებს (ლიმონი, ფორთოხალი, გრეიპფრუტი).
მათ შემადგენლობაში დიდი რაოდენობით C ვიტამინთან ერთად, შედის ნივთიერება ცისტეინი, რომელიც ადამიანის ორგანიზმში ლორწოვან გარსს ხდის ვირუსებისთვის მიუვალ, შეუღწევად „ციხესიმაგრედ“.