ლევან თუთბერიძის სურათი მოსკოვის კინოფესტივალზე

ლევან თუთბერიძის სურათი მოსკოვის კინოფესტივალზე

მიმდინარე წლის 23 ივნისიდან 2 ივლისამდე რუსეთის დედაქალაქში ჩატარდება მოსკოვის 33-ე ტრადიციული კინოფესტივალი. წინა კვირას ამ ღონისძიების ორგანიზატორებმა გამოაქვეყნეს ფესტივალის ძირითად საკონკურსო პროგრამაში მონაწილე 17 მხატვრული ფილმის სია. ამ ჩამონათვალში მოხვდა ქართველი კინორეჟისორი ლევან თუთბერიძის ფილმი “უშენოდ მგონი მოვკვდები”.

 

მოსკოვის 33-ე კინოფესტივალის ძირითად პროგრამაში დაშვებული სურათების ჩამონათვალი შემდეგნაირად გამოიყურება.

 

1. “წასვლა” (რეჟისორი ვაცლავ ჰაველი)

 

2. “შაპიტო-შოუ” (სერგეი ლომინი)

 

3. “იოანა” (ფელიქს ფალკი)

 

4.”ამერიკულიდან ნათარგმნი” (პასკალ არნოლდი)

 

5. “იოლი ცხოვრება” (ლუჩიო პელეგრინი)

 

6. “ღია ბარათი” (კანეტო სინდო)

 

7. “უშენოდ მგონი მოვკვდები” (ლევან თუთბერიძე)

 

8. “დაბრუნება” (იუდიტ ელეკი)

 

9. “ტალღები” (ალბერტო მორაისი)

 

10. “სხვა ოჯახი” (გუსტავო ლოსა)

 

11. “ეშმაკის სახელით” (ბარბარა სასი)

 

12. “კედები” (ივან ვლადიმიროვი, ვალერი იორდანოვი)

 

13. “შურისძიება. სიყვარულის ისტორია” (ვონ ჩინ პო)

 

14. “მონტევიდეო-ღვთაებრივი ხილვა” (დრაგან ბელოგრლიჩი)

 

15. “ტაბუ. დედამიწაზე სულის ადგილი არ არის” (კრისტოფ შტარკი)

 

16. “ესკალაცია” (შარლოტა სილვერი)

 

17. “ბუმერანგის გული” (ნიკოლაი ხომერიკი)

 

მოსკოვის 33-ე კინოფესტივალი გაიხსნება რეჟისორ მაიკლ ბეის სურათის “ტრანსფორმერები 3. მთვარის მუქი მხარე” მსოფლიო კინოპრემიერით. კინოგაქირავებაში ეს ფილმი ოფიციალურად მხოლოდ მიმდინარე წლის 29 ივნისს გამოვა.

 

მოსკოვის კინოფესტივალი დაიხურება რეჟისორი ჯონ მედენის სურათის “სამაგიერო” ჩვენებით.

 

ფესტივალიოს დღეებში კონკურსგარეშე ნაჩვენები იქნება სკანდალურად ცნობილი დანიელი კინორეჟისორი ლარს ფონ ტრიერის სურათი “მელანქოლია”. ეს ნამუშევარი 2011 წლის კანის კინოფესტივალის პროგრამაში შედიოდა.