1. მამაკაცებს ქალებისგან განსხვავებით არ შეუძლიათ თავგანწირვით სიყვარული.
2. ყველა მამაკაცი ეჭვიანობს ქალის წარსულზე.
3. თუ მამაკაცი არ ეჭვიანობს ქალზე, არ ინტერესდება მისი ადგილსამყოფელით - ეს არ არის სიყვარული, არამედ ორმხრივი ინტერესი, მაგალითად ბავშვი.
4. რა აერთიანებს ბევრ დაქორწინებულ და დასაქორწინებელ მამაკაცს? ორივე კატეგორიის მამაკაცებს სჩვევიათ ოცნება მიუწვდომელ ქალებზე, რომლებსაც ცოლად არასდროს მოიყვანენ.
5. კომფორტისთვის მამაკაცებს სჭირდებათ მხოლოდ საჭმელი, სექსი, სუფთა პერანგი და რაც მთავარია, გვერდით ერთგული ქალი.
6. თუ მამაკაცი ამბობს, რომ თავად შეარჩია თქვენთვის საჩუქარი, რომლის არჩევაშიც, ზუსტად იცით, რომ ვიღაც დაეხმარა, თავი მოაჩვენეთ, რომ დაუჯერეთ.
7. მამაკაცები მეგობრობენ იმ ქალებთან, რომლებთან თანაცხოვრებაზე უარს არ იტყოდნენ, მაგრამ დაუგვიანდათ.
8. მამაკაცები, რომლებიც მარტოობის გამო ჩივიან, თვალთმაქცობენ. უმეტეს შემთხვევაში, მათ თავადაც მოსწონთ თავისუფლება.
9. ყველა მამაკაცი გაურბის პასუხისმგებლობას, რადგან ეშინია მისი საკუთარ თავზე აღების. თუმცა, არცერთი მამაკაცი ამას არ აღიარებს.