ჟირინოვსკიმ ცნობილი წინაპრები „აღმოაჩინა“

ჟირინოვსკიმ ცნობილი წინაპრები „აღმოაჩინა“

რუსეთის დუმის დეპუტატმა და "ლიბერალ-დემოკრატიული" პარტიის ლიდერმა განაცხადა, რომ მან დეტალურად გამოიკვლია თავისი წინაპრები და აღმოაჩინა, რომ მას ალბერტ აინშტაინთან და ნაპოლეონ ბონაპარტთან საერთო ფესვები აკავშირებს.

ჟირინოვსკის თქმით, არაა იმაზე საუბარი, რომ იგი ნაპოლეონის პირდაპირი შთამომავალია, თუმცა „საერთო ფესვები ნამდვილად არის“.

მანვე, მოუწოდა დანარჩენ დეპუტატებს კარგად გამოიკვლიონ თავიანთი წინაპრები.