„მეცნიერი“ თეთრი დათვი

„მეცნიერი“ თეთრი დათვი

სან დიეგოს ზოოპარკში მცხოვრები თეთრი დათვი მეცნიერებს ეხმარება, რომ დაკვირვებები აწარმოონ მის მოძმეებზე.

14 წლის დათვს სპეციალური თეთრი ყელსაბამი უკეთია, რომელიც შეისწავლის დათვის მოძრაობას ნებისმიერ დროსა და ტემპერატურაში. სპეციალური ყელსბამიდან მოპოვებულ მონაცემებს მეცნიერები ყინულოვან კონტინენტზე მცხოვრები დათვების მონაცემებს ადარებენ.

თეთრი დათვები გადაშენების პირას არიან და სწორედ ამიტომ, მეცნიერები სხვადასხვა ტექნოლოგიის საშუალებით ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი შეიტყონ ამ ჯიშის ცხოველებზე.