ბიზნესის სამყაროში

ბიზნესის სამყაროში

კინომსახიობთა დიდ ნაწილს „სუსტი სქესის“ წარმომადგენლები შეადგენენ. საკუთარი შემოსავლების რაოდენობით ზოგიერთი მათგანი  მსახიობ მამაკაცებს  არაფრით ჩამოუვარდება. ამ ქალბატონებს შორის  საქმოსნობის ნიჭით დაჯილდოებული არაერთი პიროვნება აღმოჩნდა. ისინი ტოლს არ უდებენ “ძლიერთა სქესის” კოლეგა მსახიობებს და ძირითადი პროფესიის გარდა, შემოსავლის სხვა წყაროებიც გააჩნიათ.

.

 პამელა ანდერსონი ფართო საზოგადოებამ ტელესერიალ „მაშველებით“ გაიცნო. საკუთარი მომხიბვლელი გარეგნობის წყალობით გამდიდრებულმა დიაცმა, თავდაპირველად უიღბლო ბორატს საქორწინო წინადადებაზე უარი განუცხადა, შემდეგ საკუთარ ცხოვრებაზე სერიოზულად დაფიქრდა და ბიზნეს-ვუმენის მანტია მოისხა.

 

მისი ყურადღება მანდილოსნებისათვის განკუთვნილი ხელჩანთების წარმოებაზე შეჩერდა და სულ ცოტა ხნის წინ წარმოებაში ერთდროულად სამი სხვადასხვა მოდელი ჩაუშვა.

 

ქალებს პარფიუმერიის გარეშე არსებობა არ შეუძლიათ. ნაომი კემპბელი, სინდი კროუფორდი და სოფი ლორენი თავად არიან სუნამოების აქტიური მომხმარებლები და, რასაკვირველია, როდესაც მეწარმეობის სენით დაავადნენ, ამ კეთილშობილური პროდუქციის გამოშვება ითავეს. საქმეს თავი კარგად გაართვეს და ნებისმიერ პარფიუმერულ მაღაზიაში, მათ მიერ წარმოებული სუნამოების ძებნაში დიდი დრო არ დაგეხარჯებათ.

 

ზემოთ დასახელებულ მანდილოსნებს ჯეი ლო ანუ ჯენიფერ ლოპესიც არ ჩამორჩა. მართალია, მას სხვადასხვა პრიზები და სიგელები არ მოუპოვებია, მაგრამ სამაგიეროდ, კიდევ უფრო გამდიდრდა, რადგან მისმა პარფიუმერულმა ნაწარმმა მას 110 მილიონი დოლარი სუფთა მოგება მოუტანა.