ჯონი დეპი ვენეციაში

ჯონი დეპი ვენეციაში

რამდენიმე ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცნობილი ჰოლივუდელი მსახიობი ჯონი დეპი საცხოვრებლად იტალიაში გადასვლას აპირებს.

 

იტალიურ პრესაში გავრცელდა სურათები, სადაც დეპი ქალაქ ვენეციაში გასაყიდად გამოტანილ სასახლეებს ათვალიერებდა.

 

როგორც ჩანს, სასახლის ყიდვის სურვილი 47 წლის ჯონი დეპს კინოსურათ „ტურისტის“ გადაღებისას გაუჩნდა, რომელიც სწორედ ამ ქალაქში მიმდინარეობდა.

 

ერთ–ერთ ინტერვიუში ჯონი დეპმა ვენეცია შემდეგნაირად დაახასაიათა: „ყველაზე მეტად ვენეცია საღამოს 10 საათიდან ღამის 2 საათამდე მიყვარს, როცა ქუჩები ცარიელია და ქალაქში თავისუფლად ხეტიალი შეიძლება. მიყვარს მისი პოეზია, მისი მოჩვენებები და ვტკბები მისი შესანიშნავი ბნელი შესახვევებით“.

 

როგორც იტალიური გაზეთები იუწყებიან,   ჯონი დეპს ბედმა გაუღიმა და ერთ–ერთი იშვიათი, თავისუფალი შენობა იყიდა, რომელიც ვენეციის დიდ არხს გადაჰყურებს.  ამისთვის ჯონი დეპს აუქციონზე ნამდვილი არაბი პრინცის დამარცხება მოუწია.

 

4–სართულიანი სასახლე 684 კვ.მ–ს იკავებს. სახლის ყველა ჭერი დეკორირებულია, ხოლო მანსარდში ღია ტერასაა მოწყობილი. სასახლის წინ ნავების გასაჩერებელი ადგილიც არის.

 

ეს სიამოვნება ჯონი დეპს 10 მილიონი ევრო დაუჯდა.