კვენტინ ტარანტინოს ახალი პროექტი

კვენტინ ტარანტინოს ახალი პროექტი

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ კინორეჟისორი კვენტინ ტარანტინო უახლოეს მომავალში ახალ სურათზე მუშაობას დაიწყებს.

 

ამ ფილმის პირობითი სახელია “გათავისუფლებული მონა”. მისი

სიუჟეტი აგებული იქნება მონობიდან თავსდაღწეულ ადამიანზე,

რომელიც ჯერ კიდევ მონობაში მყოფი ცოლის ძიებაშია. ეს

პიროვნება დაუახლოვდება ეროვნებით გერმანელ მკვლელს და მასთან

ერთად სასტიკი პლანტატორის წინააღმდეგ დაიწყებს ბრძოლას.

 

სურათში “გათავისუფლებული მონა” მთავარ როლს უილ სმიტი შეასრულებს. გერმანელ მკვლელს კი მსახიობი კრისტოფ ვალცი ითამაშებს.მან სახელი გაითქვა ფილმში “უსახელო ნაძირლებში” შესრულებული როლისათვის და “ოსკარიც” კი დაიმსახურა.

 

ცნობილია ისიც, რომ კვენტინ ტარანტინოს ერთ-ერთ როლზე სემუელ ლ. ჯექსონის მოწვევაც სურს, რომელიც თავის დროზე მის სურათში “კრიმინალური საკითხავი” თამაშობდა.

 

სურათზე მუშაობა მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყება. მისი კინოპრემიერა კი 2012 წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი.