აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა მეუღლეს სერენადებს უმღერის. ამის შესახებ აშშ-ს პირველმა ლედიმ, მიშელ ობამამ ამერიკულ "ღამის შოუში"განაცხადა.
"ბარაკს ძალიან კარგი ხმა აქვს და გამუდმებით მიმღერის, ძირითადად სტივ უანდერს, ელ გრინის და მარვინ გეის სიმღერებს ღიღინებს - კლასიკა უყვარს" - თქვა ამერიკული "ღამის შოუს" ეთერში მიშელ ობამამ.
ელ გრინის შემოქმედების სიყვარული, ბარაკ ობამამ ერთხელ უკვე გამოხატა.
რამდენიმე წლის წინ "აპოლოს" თეატრში, პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლა შეწყვიტა და ამღერდა.
"დღეს დარბაზში ელ გრინი იმყოფება" - თქვა ობამამ და ლეგენდარული მუსიკოსოს ერთ-ერთი კომპოზიცია წაიღიღინა. დამსწრე საზოგადოება პრეზიდენტის ამ "ღიღინს" მხურვალე აპლოდისმენტებით შეხვდა.