ქურდი პენსიონერი დააკავეს

ქურდი პენსიონერი დააკავეს

ხანდაზმულ ანიტა კოლინზს ბრალს სდებენ ნიუ-იორკში მდებარე ეკლესიიდან შემოწირულობის გატანის გამო. პენსიონერი კათოლიკური მიტროპოლიის ფინანსურ განყოფილებაში მუშაობდა და წლების მანძილზე ახორციელებდა ფინანსურ მაქინაციებს.

67 წლის პენსიონერი თაღლითობისთვის რთულ სქემას იყენებდა. მას მიტროპოლიის საგანმანათლებლო ფონდიდან გამოჰქონდა ფული. ეკლესიის წარმომადგენლობის და სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, კოლინზი ყალბ აღრიცხვებს შვიდი წლის მანძილზე აწარმოებდა. ამასთან, მას ერთდროულად  2500 დოლარზე მეტი არ გაუტანია, რათა ხელმძღვანელთა ეჭვი არ გამოეწვია. ამ პერიოდში ეკლესია იძულებული გახდა  რამდენიმე კათოლიკური სკოლა არასაკმარისი ფინანსების გამო დაეხურა. ხანდაზმულმა ქალბატონმა მოპარული თანხა საიუველირო მაღაზიებში დახარჯა.

პროკურატურის წარმომადგენლის ემი ჯუსტინიანოს თქმით, მიმდინარე წელს ჩატარებულმა აუდიტორულმა შემოწმებამ მხოლოდ 10 ათასი დოლარის დანაკლისი გამოავლინა. ანიტა კოლინზმა დანაშაული აღიარა, თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ მიტროპოლიის დანაკარგი 1 მილიონ დოლარს აღემატებოდა.

აღსანიშნავია, რომ 2009 წელს, როდესაც იგი სამსახურში აიყვანეს, პენსიონერმა დამალა, რომ  იგი ადრე თაღლითობისთვის იყო დაკავებული.