გრაფ დრაკულას სასახლე იყიდება

გრაფ დრაკულას სასახლე იყიდება

რუმინეთის ყველაზე პოპულარული ტურისტული ობიექტი, ცნობილი როგორც გრაფ დრაკულას ციხე-დარბაზი, იყიდება. "The Daily Telegraph"-ის ცნობით ბრანის სასახლე ღია აუქციონის გარეშე გასხვისდება. ამჟამად ბრანის მამული, ჰაბსბურგთა დინასტიის შთამომავალს, ერცჰერცოგ დომინილ ფონ ჰაბსბურგს ეკუთვნის. სასახლის გაყიდვით ამერიკული იურიდიული კომპანია "Herzfeld and Rubin" არის დაკავებული.

„თუ შემოვა მისაღები წინადადება, ჩვენ მას შევისწავლით, ვინ არიან პოტენციური მყიდველები და რას გვთავაზობენ, და სერიოზულად განვიხილავთ მათ იდეას“ განაცხადა ფირმის ადვოკატმა მარკ მაიერმა.

მაიერის თქმით, ბრანის ციხე-დარბაზის ამჟამინდელ ფლობელს ერცჰერცოგ დომინილ ფონ ჰაბსბურგს არ ყოფნის დრო რათა განაახლოს ისტორიული მამული, რომელიც ამჟამად რემონტს საჭიროებს. არ არის გამორიცხული, რომ მომავალი მფლობელი სასახლის გვერდით მცირე ზომის სასტუმროს ააშენებს.

სასახლის ღირებულება არ სახელდება თუმცა თავიდან ერცჰერცოგი სახელმწიფოსათვის სასახლის გადაცემას 800 მილიონ დოლარად აპირებდა.

მე-14 საუკუნეში აგებულ ბრანის სასახლეს ყოველწლიურად 500 ათასი ტურისტი სტუმრობს.