ბრიტანული გამოცემის "The Telegraph" ცნობით, გაერთაინებული სამეფოს მოქალაქეები ძაღლებს ოჯახის უფრო ღირებულ წევრებად თვლიან ვიდრე სიდედრებს, სიმამრებს, დედამთილებსა და მამამთილებს. კვლევა კომპანიამ "Matalan" ჩაატარა.
რესპოდენტებს თხოვეს დაესახელებინათ ოჯახის ყველაზე ახლო წევრები. შეთავაზებული ვარიანტებიდან რესპოდენტთა 22%-მა შინაური ცხოველები დაასახელა, 21%-მა მეუღლის მშობლები. 60%-მა ყველაზე ახლობელ ადამიანად მეუღლე დაასახელა, დაახლოებით იგივე რაოდენობამ კი და-ძმა.
რესპოდენტებს ისიც კითხეს თუ ოჯახისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის. ბრიტანული ოჯახებისათვის პრიორიტეტული აღმოჩნდა ბედრიერება (35%), მეორე ადგილზე კი გავიდა ჯამრთელობა(25%).