მექსიკის შტატ სონორაში სამოქალაქო რეგისტრაციის ახალი კანონი მიიღეს, რომელიც ახალშობილებისათვის კნინობითი და სასაცილო სახელების დარქმევას კრძალავს.
აკრძალულ სიაში 61 სახელია. მათ შორისაა გამოგონილი პერსონაჟების სახელები: ტერმინატორი, რემბო, ბეტმენი, ჯეიმს ბონდი, რობოკოპი და ჰარი პოტერი. აკრძალულ სახელთა სიაში ასევე აღმოჩნდა ჰიტლერი, ბურგერ კინგი, როლინგ სთოუნი, შობა, წინდაცვეთა და მამაკაცის სასქესო ორგანოები. აკრძალვა შეეხო პოპულარული სოციალური ქსელების და ინტერნეტ კომპანიების სახელებსაც Twitter, Facebook და Yahoo.
ხელისუფლება აცხადებს, რომ ახალი კანონის მიზანია ამოძირკვოს სახელები, რომლებიც შემდეგ ბავშვთა დაცინვის საგანი ხდება.