ცოტა ხნის წინ რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, სახელმწიფო სათათბიროს ვიცე-სპიკერმა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ თანამემამულე ახალგაზრდებს უჩვენა თუ როგორი უნდა იყოს კოცნა და მათ ხანგრძლივ სიყვარულზე უარის თქმისკენ მოუწოდა, რომელიც ჟირინოვსკის სიტყვებით-დამღუპველია.
”პირში კოცნა არ შეიძლება-მხოლოდ შუბლზე. ის ადგილი კი სადაც უნდა აკოცოთ, გაწმინდეთ სპორტით ან ოდეკოლონით“, - აღნიშნავს ჟირინოვსკი.
ჟირინოვსკიმ ისიც განმარტა თუ რატომ უნდა აკოცონ შეყვარებულებამ ერთმანეთს შუბლზე და არა მაგალითად ლოყაზე: ”რატომ შუბლზე? რადგან შუბლზე გარდაცვლილებს კოცნიან. სიყვარული კი-სიკვდილია. თქვენ უნდა იცოდეთ რომ ის მალე დასრულდება.”