ქვეყნის მეთაურების საყვარელი საათები

ქვეყნის მეთაურების საყვარელი საათები

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მეტალის საათს ატარებს, რომლის ფასიც შედარებით დაბალია. პრეზიდენტის პრეს-სამსახურმა განაცხადა, რომ ილჰამ ალიევი უპირატესობას ანიჭებს მოკრძალებულ და კომფორტულ ნივთებს: "პრეზიდენტი, ბუნებით თავმდაბალი პიროვნებაა, ამიტომაც ყოველდღიურ ცხოვრებაშიც უპირატესობას სისადავეს ანიჭებს".

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამაც, როგორც სჩანს, უპირატესობას თავმდაბლობას ანიჭებს და ჩინურ საათს "Jorg Gray 6500" ატარებს. ბარაკ ობამას საათის ღირებულება 425 დოლარია.

ბილ კლინტონი, პრეზიდენტობის პერიოდში 50 დოლარად ღირებულ "Timex Triathlon"-ის საათს ატარებდა. ჯორჯ ბუშიც "Timex" ფირმის საათს ატარებდა, ოღონდ "Indiglo" მოდელს, ამ მოდელის ფასიც 50 დოლარია.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თეთრი ოქროს "Patek Philippe Perpetual Calendar" ფირმის საათს ატარებს, რომლის ფასი 60 000 დოლარია.

"Patek Philippe" ფირმის საათი უმშვენებს მაჯას ბელორუსის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს. ლუკაშენკოს შვეიცარული საათის ფასი 17 000 დოლარია.