ამერიკული სამხედრო-ანალიტიკური გამოცემის "The Military Times" ცნობით, პენტაგონმა მიმდინარე წელს ამერიკელი სამხედროებისათვის ვიაგრის შესაძენად 41,6 მლნ დოლარი დახარჯა. საერთო ჯამში ამერიკულ სამხედრო უწყებას ერექციული დისფუნქციის სამკურნალო პრეპარატები წელს 84,2 მლნ დოლარი დაუჯდა.
თავდაცვის ჯანდაცვის სააგენტოს ცნობით, 2012 წლიდან აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ ვიაგრასა და მისი მსგავსი სამედიცინო პრეპარატების შესაძენად 294 მილიონი დოლარი დახარჯა. იგივე თანხა ჯდება 4 ცალი მე-5 თაობის ავიაგამანადგურებელი F-35.
სულ 2016 წელს ამერიკელმა სამხედრო ექიმებმა მილიონ 200 ათასი რეცეპტი გამოწერეს, აქედან 905 ათასი რეცეპტი ერექციული დისფუნქციის წამლის მისაღებად გამოიწერა.
აღსანიშნავია, რომ პენტაგონის ჯანდაცვის სისტემა ემსახურება როგორც საკადრო ასევე გადამდგარ სამხედროებს და მათი ოჯახის წევრებს.
ვიაგრის დანისნულების ძირითადი მიზანი სამხედროებში იმპტოტენციასთან ბრძოლაა, თუმცა პაციენტთა ნაწილს ეს წამალი ფილტვის არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალოდ გამოეწერა.