ნიუ-ჯერსის შტატში, რეტგერის უნივერსიტეტმა სტუდენტებს კურსის ”ბიონსეს შემოქმედება და მისი გავლენა კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაზე”, შესწავლა შესთავაზა.
ეს საგანი გენდერული კვლევების კათედრაზე მიიღეს. სტუდენტები მომღერალ ბიონსეს ვიდეორგოლებს და სიმღერის ტექსტებს შეისწავლიან და შეაფასებენ მის გავლენას სექსუალური, რასობრივი და გენდერული პოლიტიკის განვითარებაზე.
უნივერსიტეტის ოფიციალურ საიტზე ამბობენ, რომ ბიონსე შესასწავლად იმიტომ აირჩიეს, რომ მან მსმენელის ყურადღება არამარტო შემოქმედებით, არამედ პიროვნებით, შეხედულებებით და ცხოვრების წესით შეძლო.
ადრე ვაშინგტონში, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში შემოიღეს კურსი, რომელიც ბიონსეს მეუღლეს, რეპერ Jay-Z-ის ეძღვნებოდა. ასე რომ, ბიონსე პირველი არ არის ვისი სახელობის საგანსაც ასწავლიან.