წითელი ფერი მამაკაცებისთვის ყველაზე მიმზიდველია

წითელი ფერი მამაკაცებისთვის ყველაზე მიმზიდველია

ამერიკელი მეცნიერები ირწმუნებიან, რომ წითელ სამოსში გამოწყობილი ქალი განსაკუთრებით მიმზიდველია მამაკაცისთვის. წითელ კაბიანი ლამაზმანი ძლიერი სქესის წარმომადგენელს რომანტიული ურთიერთობებისკენ უბიძგებს.

როჩესტერის უნივერსიტეტში ჩატარებული ექსპერიმენტის დროს მამაკაცებს სექსუალური გოგონას ორი ფოტო აჩვენეს. პირველ შემთხვევაში ლამაზმანს წითელი კაბა ეცვა, მეორე სურათში კი - ცისფერი. ორივე ფოტოს ჩვენების შემდეგ, მამაკაცებმა აღნიშნეს, რომ წითელ კაბიან ქალბატონთან მათ ფლირტის გაბმის და ინტიმურ თემებზე საუბრის სურვილი გაუჩდათ. მამაკაცებში მსგავსი ემოცია არ გამოუწვევია გოგონას, როდესაც ცისფერი კაბა ეცვა.

მეცნიერების აზრით, წითელის მიმზიდველობის ფენომენის ამოხსნა ევოლუციური პროცესით შეიძლება. კვლევის ავტორმა ნიესტა კაიზერმა პრიმატების მაგალითი მოიყვანა.  ცნობილია, რომ რამდენიმე სახეობის მდედრი მაიმუნები გამრავლების პერიოდში საგრძნობლად წითლდებიან და ამგვარად იზიდავენ მამრებს. მეცნიერის აზრით, მსგავსი პროცესი მიმდინარეობს ადამიანებშიც. კაიზერი ქალბატონებს სასურველ მამაკაცთან შეხვედრისას წითელი ფერის სამოსის ჩაცმას ურჩევს. მისი თქმით, ამგვარად, ქალებს ამ მამაკაცური ინსტინქტის მიმართვა თავის სასარგებლოდ შეუძლიათ.