ბრიტანელმა მეცნიერებმა გამოავლინეს დამოკიდებულება ასაკსა და ფსიქიკურ მდგომარეობას შორის – 10 ათას კაცზე ჩატარებული გამოკვლევის შედეგად, ისინი მივიდნენ დასკვნამდე, რომ ადამიანები 45 წლის ასაკის შემდეგ უფრო ბედნიერად გრძნობენ თავს, ვიდრე ახალგაზრდები!
ცხოვრების ხსარისხის შესაფასებლად ეყრდნობოდნენ რვა სხვადასხვა ფაქტორს – დაწყებული ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობით, ტკივილების არსებობა–არარსებობით, სოციალური ცხოვრებითა და ფსიქიკური ჯანმრთელობით.
აღმოჩნდა, რომ სულიერი და ფიზიკური ჯანმრთელობის თვითშეგრძნება ედრება პარაბოლას – მინიმალურ წერტილს აღწევს დაახლოებით 45 წლის ასაკში და იზრდება შემდეგ წლების მატებასთან ერთად.
აქ არაფერია გასაკვირი – მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ ასაკთან ერთად ადამიანი უკეთ უმკლავდება უსიამოვნო სიტუაციებს. ახალგაზრდებისაგან განსხვავებით, ასაკოვანთ უკეთ აქვთ თავდაცვითი მექანიზმები გამომუშავებული; ამას გარდა, ხნოვანებასთან ერთად ნაკლებად სჩვევიათ თვითჩაღრმავებაც, რაც ცუდი განწყობილების და ნერვული აშლილობის საწინდარია მოზარდების და ახალგაზრდებისათვის.
დიდი მნიშვნელობა აქვს ძილს – კარგად გრძნობენ თავს ისინი, ვისაც სძინავს 6–8 საათი დღე–ღამეში, ვისაც მეტი ან ნაკლები – უჩივიან ფიზიკურსა და ფსიქიკურ დისკომფორტს.
მთლად საოცარ შედეგამდე მივიდა სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი ლორა კარტსენსენი – მისი დასკვნით, თუ გსურს ბედნიერად იგრძნო თავი, დაელოდე სიბერეს!