სოსისმა შესაძლოა კიბო გამოიწვიოს

სოსისმა შესაძლოა კიბო გამოიწვიოს

შვედმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ გადამუშავებული ხორცის პროდუქტების ყოველდღიურ რაციონში შეტანა პანკრეასის კიბოს განვითარების რისკს ზრდის.

მოცემული კვლევა "British Journal of Cancer"-მა გამოაქვეყნა. მკვლევარების თქმით, დღეში ერთი ცალი სოსისის მიღება კუჭქვეშა ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკს 19% ზრდის.  აქამდე მეცნიერები გადამუშავებული ხორცით კვებასა და ნაწლავური სიმსივნის ურთიერთკავშირზე საუბრობდნენ.

კიბოს კვლევითი საერთაშორისო ფონდის დასკვნით, სიმსივნის განვითარებას ყველაზე ხშირად მოწევა და ჭარბწონიანობა იწვევს.