ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა ექსპერიმენტმა დაადასტურა ვიქტორიასდროინდელ ბრიტანეთში პოპულარული „ვაშლების თერაპია“. 150 წლის წინ ბრიტანულ მედიცინაში პოპულარული იყო დევიზი „მიიღე ვაშლი და ექიმი აღარ დაგჭირდება“.
კვლევაში მონაწილეობდნენ პაციენტები, რომელთაც გადატანილი ჰქონდათ ინფარქტი ან იმყოფებოდნენ რისკის ჯგუფში. პაციენტთა ერთ ნაწილს აძლევდნენ სისხლში ქოლესტერინის დონის შემამცირებელ პრეპარატს სტატინს, ხოლო მეორე ჯგუფი იღებდა თითო ვაშლს დღეში. კვლევებმა აჩვენა, რომ ორივე შემთხვევაში ქოლესტერინის რაოდენობა თანაბრად შემცირდა. შესაბამისად, ვაშლის რაციონზე მყოფ პაციენტებს მედიკამენტოზური მკურნალობა აღარ დასჭირდათ.
ექიმთა განცხადებით, ვაშლის გარდა, მსგავსი თვისებები აქვს ხილის სხვა სახეობებსაც. ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერები აღნიშნავენ, რომ საუკეთესო ეფექტის მისაღებად, აუცილებელია დღის განმავლობაში 5 სახეობის ხილისა და ბოსტნეულის მიღება.