„საშინელებათა“ რეიტინგი

„საშინელებათა“ რეიტინგი

მეცნიერებს საშინელებათა  სიზმრების დიფერენცირებაში ეხმარებოდნენ მათი თანამემამულეები (რიცხვით 2 ათასი კაცი), რომლებიც მონაწილეობდნენ სიზმრების თემებისადმი  მიძღვნილ მასშტაბურ გამოკითხვაში.

გამოკვლევათა ავტორები ამტკიცებენ, რომ სქესისგან განურჩევლად, ყველაზე გავრცელებული კოშმარული სიზმრების თემები შემდეგია: დევნა, დაცემა, პარალიზებულობის შეგრძნება და სიკვდილი. მომდევნო ადგილზეა გამოცდები, თმისა და კბილების დაცვენა.

გენდერული ფაქტორის მიხედვით,  კოშმარების შინაარსი იტალიელებში შემდეგნაირად განაწილდა: მამაკაცებს ესიზმრებოდათ თავდასხმები და სისხლიანი ძალადობა, ხოლო ქალებს საყვარელი ადამიანის სიკვდილი.