გალაქტიკაში, ჩვენი მზის სისტემიდან 40 სინათლის წლის დაშორებით. ასტრონომებმა ახალი პლანეტა აღმოაჩინეს. მისი ზედაპირი მთლიანად არის დაფარული ოკეანით, რომელშიც წყალი ძალიან ცხელია.
ჩვენს მზის სისტემაში სულ სამი სახეობის პლანეტები გვხვდება, ესენია - კლდოვანი ხმელეთით, რაშიც შედის დედამიწა, მარსი, ვენერა და მერკური, გაზის - იუპიტერი და სატურნი და ყინულოვანი - ურანი და ნეპტუნი.
ჩვენი მზის სისტემის გარეთ, ახალი ტექნოლოგიების შედეგად გაკეთებულმა აღმოჩენებმა, გამოაშკარავა ე.წ. ექსო-პლანეტები, პლანეტები ლავით და ე.წ. „ცხელი იუპიტერები“, რომლებიც საკუთარი ვარკსვლავის გარშემო ორბიტაზე ტრიალებენ.
ახლა, ასტრონომები ჰარვარდ-სმითსონის ასტროფიზიკის ცენტრიდან ახალი ტელესკოპის საშუალებით აკვირდებოდნენ შორ პლანეტას, რომელის დედამიწაზე ორჯერ უფრო დიდია, 7-ჯერ მეტს იწონის და მთლიანად ცხელი წყლით არის დაფარული, რომელიც დაახლოებით 232 გრადუს ცელსიუს აღწევს.
პლანეტას "GJ 1214b" ჰქვია, და კოსმიური მანძილების გათვალისწინებით, არც ისე შორს, სულ რაღაც 40 სინათლის წლით არის დაშორებული დედამიწას. ერთ-ერთი მკვლევარის თქმით, პლანეტის ნაწილი შესაძლოა ე.წ. ცხელი ყინულით იყოს დაფარული, ეს არის წყლის უცნაური ფორმა, რომელიც თან მყარია და თან ძალიან მაღალი ტემპერატურა აქვს.