შინამოსამსახურე რობოტი

შინამოსამსახურე რობოტი

კარლსრუეს ტექნოლოგიური ინსტიტუტის სპეციალისტებმა და "FZI"-ის ინფორმაციული ტექნოლოგიების კვლევითმა ცენტრმა ჰანოვერში გამართულ გამოფენა "CeBIT"-ზე წარმოადგინეს რობოტი, რომელიც დალაგებასა და საჭმლის მომზადებაში ეხმარება ადამიანს.

ჰუმანოიდი სახელად "ARMAR" -ი სენსორების და კამერების დახმარებით მყისიერად აღიქვამს ვერბალურ მითითებებს თუ ჟესტებს და მათ შესრულებას იწყებს.

რობოტს ადამიანზე დაკვირვების და  კონკრეტული ქმედებების ათვისების უნარიც აქვს.