ამერიკელმა ინჟინერმა ჯორდან კორეამ შექმნა რობოტი, რომელიც მისი არყოფნის დროს გაართობს მის ოთხფეხა მეგობარ დარვინს.
თავის გამოგონებას კორეამ ძაღლის საპატივსაცემოდ "DarwinBot" დაარქვა. რობოტი ბორბლების საშუალებით გადაადგილდება. მისი მიზანია გაართოს დარვინი; გადაუგდოს ბურთი სპეციალური ,,ხელოვნური ხელის’’ საშუალებით, ასევე - დაუყაროს მას მისი საყვარელი საჭმელი.
„ძაღლზე“ მიმაგრებულია ნოუთბუკი, საიდანაც “Skype”-ის მეშვეობით სამსახურში მყოფი ინჟინერი ესაუბრება ძაღლს.
რობოტზე დამონტაჟებულია სენსორი "Kinect" და დამატებითი კამერები, რომლებითაც კორეა დარვინის ქმედებებს აკვირდება და მართავს რობოტს.