რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ “ოსკაროსანი” მსახიობი კოლინ ფერტი დიდი ბრიტანეთის სამეფო კარმაც დააფასა. სურათი “მეფის სიტყვის” შემსრულებელი რაინდის წოდების მინიჭების პრეტენდენტთა სიაში მოხვდა.
ცოტა ხნის წინ კოლინ ფერტი ამერიკული კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა. “მეფის სიტყვა” თავად დედოფალმა ელისაბედ მეორემ ნახა. გეორგ მეექვსის როლის შემსრულებლის თამაში ისე მოეწონა, რომ მსახიობისათვის რაინდის ტიტულის მინიჭება გადაწყვიტა.
გახდება თუ არა კოლინ ფერტი ბრიტანეთის იმპერიის რაინდი ზაფხულის დასაწყისში შევიტყობთ. იმედია რომ მალე ამ ბრწყინვალე მსახიობს “სერ”-ის ტიტულით მოვიხსენიებთ.
თავად კოლინ ფერტი ძალიან დაკავებულია. წინა კვირას ცნობილი გახდა, რომ მას შესთავაზეს ახალ სურათში მთავარი როლის შესრულება. ამ ახალი პროექტის სახელწოდებაა “გამბიტი” და მისი პარტნიორი ამერიკელი მსახიობი კამერონ დიასი იქნება.
ორიოდე დღის წინ გაირკვა რომ შესაძლოა მსახიობმა პროფესორ ჰენრი ჰიგინსის როლი ითამაშოს თავის დროზე გახმნაურებული სურათის, “ჩემი მშვენიერი ლედის” რიმეიკში.
ჰიგინსის როლი თავდაპირველად ჰიუ გრანტს უნდა შეესრულებინა, მაგრამ მან მოუცლელობის მომიზეზებით უარი განაცხადა. საბედნიეროდ შემცვლელი მალე გამოუჩნდა და ეს საპატიო მისია თავის თავზე კოლინმა აიღო.
ამ სურათის კინორეჟისორი ჯონ მედენი იქნება. ეს პიროვნება ცნობილი გახდა ფილმი “შეყვარებული შექსპირის” გადაღების შემდეგ.
ელიზა დულიტლის როლს მსახიობი კერი მალიგანი შეასრულებს.
ფილმის გადაღება 2012 წლის მაისში დაიწყება.