როგორ მოვეწონოთ გოგონებს

როგორ მოვეწონოთ გოგონებს

ვაჟი გიტარით ხელში გოგონების  განსაკუთრებულ სიმპათიას იწვევს. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ მეცნიერები სამხრეთ ბრეტანის ფრანგული უნივერსიტეტიდან.

გამოკვლევაში მონაწილეობდა ერთი 20 წლის ახალგაზრდა ვაჟი და 18-დან 22 წლამდე ასაკის 300 გოგონა. ახალგაზრდა, რომელიც მკვლევართა მიერ იყო შეფასებული ”მომხიბლავად”, ეცნობოდა  გოგონებს და სთხოვდა მათ ტელეფონის ნომრებს.

ცდები სამ ჯგუფად იყო დაყოფილი: პირველ შემთხვევაში მას ხელში ეკავა გიტარის ბუდე, მეორეში - სპორტული ჩანთა  და მესამეში - ცარიელი ხელებით მიდიოდა გოგონებთან.  გაირკვა, რომ  ”მუსიკოსის” ამპლუაში ყმაწვილის მომხიბვლელობა რამდენიმეგზის იზრდებოდა - გიტარისტს ტელეფონის ნომერს აძლევდა გოგონათა 31%, ხელცარიელს - 14%, ხოლო სპორტულ ხელჩანთიანს - 9%.

მიღებული შედეგების საფუძველზე მეცნიერები ასკვნიან:  რადგან მუსიკა წარმოიშვა უძველესი საქორწინო რიტუალებიდან, ის მნიშვნელოვან როლს თამაშობს  პარტნიორის არჩევაში. ამას გარდა, მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრის უნარი მიუთითებს ადამიანის ინტელექტუალურ განვითარებაზე.