ყავა ლუდზე მავნებელი ყოფილა

ყავა ლუდზე მავნებელი ყოფილა

თელ-ავივის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ყავას და ლუდს შეუძლია შეცვალოს დნმ-ის ის მონაკვეთი, რომელზეც დამოკიდებულია დაბერება და სიმსივნის წარმოქმნა.

მკვლევარები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ყავა ლუდზე გაცილებით მავნებელია. მათი განცხადებით, კოფეინი ამოკლებს, ხოლო ლუდი ზრდის ტელომერებს - ქრომოსომის დაბოლოებებს, რომლებიც დნმ-ის დაზიანებისგან დაცვაზე აგებენ პასუხს.

გარდა ამისა, მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ლუდის განსაზღვრული დონით მიღება ამცირებს ალუმინის ტოქსიკურ ეფექტს. ეს უკანასკნელი კი, როგორც ცნობილია, ალცგეიმერის დაავადების გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზად სახელდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ ტელომერები მოკლდება სტრესის, გონებრივი და ფიზიკური დატვირთვის შედეგად.