ჭარხალი შეიცავს ნახშირწყლებს, ბოჭკოვანას, კალიუმს, ფოსფორს, კალციუმს, მაგნიუმს, რკინას, თუთიას, ვიტამინებს: C, B1, B5, B6, PP, E, ფოლიუმის მჟავას.
ჭარხალი გამოიყენება ტვინის უჯრედების და ღვიძლის საკვებად. ჭარხალი ამცირებს არტერიულ წნევას, დადებითი გავლენა აქვს სისხლის მიმოქცევაზე, მას აქვს ანტი რადიაციული ეფექტი. აუმჯობესებს ღვიძლს, ამცირებს ქოლესტერინს, აუმჯობესებს ცხიმის ცვლას და ხელს უშლის ცხიმოვანი ნაერთების წარმოშობას.
უნიკალური ჭარხალი შეიცავს ნატრიუმს და კალციუმს. ასევე შეიცავს ქრომს, მაგნიუმს, რომელიც მმართველია სისხლძარღვთა სისტემის და ხელს უშლის ტრომბის წარმოქმნას. ჭარხალი დაბლა სწევს არტერიულ წნევას. ჭარხალი შეიცავს უამრავ იოდს.
ჭარხალი შეიცავს თუთიას, რომელიც ხელს უწყობს სისხლის წითელი უჯრედების წარმოშობას. სასურველია დიაბეტით დაავადებულთა სამკურნალოდ, რათა თუთია ზრდის პანკრეასის ჰორმონის მოქმედებას და ინსულინის გამოყოფას. იგი დიდი რაოდენობით შეიცავს ვიტამინ B12, ფოლიუმის მჟავას. აღდგენს ჰემოგლობინის დონეს სისხლში.