კლაუს იოჰანისი მოლდავეთის რუმინეთთან შეერთებას 2035 წელს გეგმავს

კლაუს იოჰანისი მოლდავეთის რუმინეთთან შეერთებას 2035 წელს გეგმავს

რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა ერთ-ერთი გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მოლდავეთის რესპუბლიკას უახლოესი 20 წლის განმავლობაში შეეძლება რუმინეთის შემადგენლობაში შესვლა, რის შემდეგაც ევროკავშირის საზღვარი მდინარე დნესტრის ნაპირზე გაივლის.

იოჰანისის თქმით, მოვლენების ასეთი განვითარება წაადგება უკრაინის დემოკრატიზაციას და კიევის სწრაფვას გაერთიანდეს ევროკავშირში.

გარდა ამისა, იოჰანისმა დაამატა, რომ სრულიად არ ენდობა მოსკოვს, რადგან რუსეთის ჯარი მობილიზებულია ეგრეთ წოდებულ დნესტრისპირეთის სეპარატისტულ რეგიონში.