“Metallica” საუკეთესოა

“Metallica” საუკეთესოა

ორი დღის წინ დიდ ბრიტანეთში გამომავალმა მუსიკალურმა ჟურნალმა “Kerrang!”-მა გამოაქვეყნა მისი ვერსიით, უკანასკნელი ოცდაათი წლის განმავლობაში  მსოფლიოს საუკეთესო როკ ჯგუფების ჩამონათვალი.

 

ეს საპატიო ნუსხა  ჟურნალის 2011 წლის 4 ივნისის ნომერში დაიბეჭდება. ბრიტანელმა მას-მედიის წარმომადგენლებმა პირველი ათეულის ვინაობა მაინც შეიტყვეს.

 

ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში მსოფლიოს საუკეთესო როკ-ჯგუფად მიჩნეულია “Metallica”.

 

“ძალიან გვესიამოვნა როდესაც გავიგეთ, რომ გამომცემლობა “Kerrang!”-მა საუკეთესო როკ-ჯგუფის წოდება მოგვანიჭა. ბრიტანელების აზრით, ჩვენ მთელი თაობის მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში განსაკუთრებული ფუნქცია შევასრულეთ. წინა საუკუნის 80-იან წლებში ბრიტანული მეტალის უკეთ გაცნობის მიზნით ინგლისში რამდენიმე წლის განმავლობაში ვცხოვრობდი. ხშირად მიწევდა მოგზაურობაც და ჟურნალი “Kerrang!” ჩემი მუდმივი მეგზური გახლდათ” – განაცხადა “Metallica”-ს დამრტყმელმა ლარს ულრიხმა.

 

ჟურნალი “Kerrang!”-ის პირველი ნომერი 1981 წლის 6 ივნისს გამოვიდა.

 

ბოლო ოცდაათწლეულის მსოფლიოს საუკეთესო როკ-ჯგუფების პირველი ათეული შემდეგნაირად გამოიყურება.

 

1. Metallica

 

2. Green day

 

3. Iron Maiden

 

4. Slipknot

 

5. My Chemical Romance

 

6. Linkin Park

 

7. Bullet for my Valentine

 

8. Blink 182

 

9. ოზი ოსბორნი

 

10. Foo Fighter