დანიის დედოფლის გამოფენა

დანიის დედოფლის გამოფენა

კოპენჰაგენში, თანამედროვე ხელოვნების ცენტრ „არკენში”, დანიის დედოფლის, მარგრეტ მეორის ნამუშევართა გამოფენა გაიხსნა.

გამოფენაზე წარმოდგენილია დედოფლის 135 ნამუშევარი – აკვარელში, აკრილში შესრულებული ფერწერული ტილოები და კოლაჟები, რომლებიც მან უკანასკნელი 35 წლის განმავლობაში შექმნა.

დედოფლის თქმით ის ბედნიერია, რომ მისი გამოფენა გაიხსნა და აღნიშნა, რომ წლების მატებასთან ერთად, უფრო თავდაჯერებული ხდება ფერწერაში.

როგორც მარგრეტ მეორემ განაცხადა, მისი შთაგონების წყარო მუშაობის დროს „ოქროს საუკუნის” დანიელი ფერმწერების მიერ შექმნილი პეიზაჟების თვალიერებაა. აღსანიშნავია, რომ ფერწერისა და კოლაჟების შექმნასთან ერთად, დედოფალი წიგნების ილუსტრაციებზეც მუშაობს.