მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა სამშობლოში მცირე დროით ყოფნისას თავი უჩვეულო პოზიციაზე გამოსცადა.
ჩოგბურთის ვარსკვლავი ტრაქტორის საჭეს მიუჯდა .
„ერთმა კეთილმა სოფლის მცხოვრებმა მასწავლა, როგორ უნდა გამეტარებინა ტრაქტორი, ამიხსნა ყველა ნიუანსი და, მგონი, პირველივე ცდაზე კარგად გამომივიდა.
მთელი ბავშვობა ვოცნებობდი ტრაქტორისტობაზე და ოცნება ამდენი წლის შემდეგ ავიხდინე,” – დაწერა „სოციალურ ქსელში“ ჯოკოვიჩმა.