დენის როდმანის არაყი

დენის როდმანის არაყი

NBA-ს ეპატაჟური და ექსცენტრიკული ყოფილი ვარსკვლავი დენის როდმანი ახალი საქმით დაკავდა.

„ჩიკაგო ბულზის”, „დეტროიტ პისტონზის”, „სან ანტონიო სპურზის”, „ლოს-ანჯელეს ლეიკერსისა” და „დალას მავერიქსის” ლეგენდა ალკოჰოლური სასმელების ბიზნესში ჩაერთო.

კომპანია „პრემიუმ ბრენდსი” და როდმანი საერთო, პრემიუმ კლასის არყის გამოშვებას დაიწყებენ როდმანის იმიჯისთვის შესაფერისი სახელწოდებით – „ბედ ბოი ვოდკა,” ანუ – „ცუდი ბიჭის არაყი”.