სერენას ახალი ფოტოსესია

სერენას ახალი ფოტოსესია

სერენა უილიამსმა მაიამის პლაჟზე ახალ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა.

ჩოგბურთელმა ფოტოობიექტივის წინ შავ-თეთრ საცურაო კოსტიუმში იპოზიორა და როგორც ჩანს, ხაზი თავისი სხეულის სისავსეს გაუსვა.

უილიამსს უკვე გამოუჩნდნენ კრიტიკოსები, რომელთა თქმით, მსგავსი საცურაო კოსტიუმის ჩაცმა პირველ ჩოგანს არ მოუხდა და დროა უილიამსმა თავი შეიკავოს მსგავსი ფოტოსესიებისგან.

ცნობისთვის, რამდენიმე ხნის წინ სპორტსმენმა ჟურნალისტებთან აღიარა, რომ ასაკის მატებას განიცდის და სიბერის ეშინია.