კოლინ ფერტის ახალი როლი

კოლინ ფერტის ახალი როლი

ბრიტანული საინფორმაციო საშუალებების ცნობით “ოსკაროსანი” მსახიობი კოლინ ფერტი ახალ პროექტში მიიღებს მონაწილეობას.

კინოსურათი “მეფის სიტყვის” მთავარი როლის შემსრულებელი ითამაშებს ბრიტანულ მხატვრულ სურათში “გამბიტი”. ეს არის ამავე დასახელების 1966 წელს გადაღებული ფილმის რიმეიკი. მაშინ მთავარი როლები მაიკლ კეინმა და შირლი მაკლეინმა შეასრულეს.

ამ სურათის სცენარი ჯოელ და იტან კოენებს ეკუთვნით.

 “გამბიტი” კრიმინალური კომედიაა. სიუჟეტის მიხედვით ლონდონელი ხელოვნების ნიმუშების გამყიდველი ცდილობს რომ მდიდარი კოლექციონერი მოატყუოს და მონეს სურათის ყალბი ასლი მიჰყიდოს.

ამ ახალ კინოპროექტში კოლინ ფერტს პარტნიორობას ჰოლივუდელი ლამაზმანი კამერონ დიასი გაუწევს.