რამდენი მილიონი დოლარი აქვს ილჰამ ალიევს კაზინოში წაგებული

რამდენი მილიონი დოლარი აქვს ილჰამ ალიევს კაზინოში წაგებული

ილჰამ ალიევის ოპონენტები ხშირად ახსენებენ მის სისუსტეს კაზინოების მიმართ.

ილჰამი კაზინოების ხშირი სტუმარი იყო და ყოველდღიურად ასობით ათას დოლარს „რულეტკებთან“ და ბლექჯეკის მაგიდებთან ტოვებდა.

2002 წლის იანვარში, ბაქოს დიპლომატიური სასტუმრო „ევროპის“ კაზინოში წარუმატებელი სტუმრობის შემდეგ, ილჰამ ალიევმა უპრეცედენტოდ დიდი თანხა – 6,5 მილიონი ამერიკული დოლარი წააგო და ეს აღმოჩნდა უკანასკნელი წვეთი ჰეიდარ ალიევისთვის.

მომდევნო დღეს თანამდებობიდან გათავისუფლებულ იქნა საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც კაზინოების „კრიშად“ ითვლებოდა რესპუბლიკაში, ხოლო მთელი აზერბაიჯანის მასშტაბით აიკრძალა კაზინოებისა და სხვა სათამაშო სახლების მუშაობა.