ფორთოხალი სასიცოცხლო ძალებით გვავსებს

ფორთოხალი სასიცოცხლო ძალებით გვავსებს

ფორთოხალი სამკურნალო ხილია, რომელიც  მდიდარია A,  B და C ვიტამინებით. ის წმენდს სისხლს, არეგულირებს ორგანიზმის წონას, ავსებს მას სასიცოცხლო ძალებით და აუმჯობესებს გუნება-განწყობას.

ფორთოხლის ჭამა ძალიან სასარგებლოა სისხლნაკლებობის დროს. ის აახალგაზრდავებს ორგანიზმს, რადგან მასში ბევრია კალიუმი; ასევე, მისი მიღება კარგია ჰიპერტონიული, ღვიძლის დაავადებებისა და პოდაგრის გართულების დროს.

სასარგებლოა ფორთოხლის ახალგამოწურული წვენიც. ყოველდღე დალიეთ 1 ჭიქა წვენი ან ჭამეთ 3 ცალი ფორთოხალი.