ერთ დროს მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი, მარატ საფინი, დიდი სპორტიდან რამდენიმე წლის წინ წავიდა. სპორტიდან წასული ჩოგბურთელი ამას წინათ ჟურნალისტებმა გაიხსენეს და მას მოსკოვის გარეუბანში მიაგნეს.
„ჩვეულებრივ, მშვიდ ცხოვრებას ვეწევი. ჩემთვის მთავარი ბედნიერებაა, ბედნიერების ჩემებური გაგება კი საღამოს მოკრძალებულ რესტორანში ვახშმობა, კომუნალური გადასახადების გადახდა და ავტომანქანაში ჩასასხმელი ბენზინის ფულის ქონაა. ჯერჯერობით ყველაფერი მაქვს და მშვიდად ვარ“. – განაცხადა საფინმა.
რუსულმა მედიამ კი დაწერა, რომ საფინმა, რომელმაც კარიერის განმავლობაში 15 მილიონი დოლარი იშოვა და თავის დროზე რომან აბრამოვიჩის ამჟამინდელი ცოლის – დარია ჟუკოვას მეგობარი კაცი იყო, მთელი ქონება ალკოჰოლში გაფლანგა. საცხოვრებლისა და კვების ფულს კი მარატს თავისი დაიკო, ასევე ყოფილი ჩოგბურთელი დინარა საფინა აძლევს.