სტრესის დაძლევის ჯანსაღი ხერხები

სტრესის დაძლევის ჯანსაღი ხერხები

1. დაელაპარაკეთ  ოჯახის წევრებსა  და მეგობრებს.  დაურეკეთ ახლობლებს, ესაუბრეთ და გაუზიარეთ თქვენი გრძნობები, სიხარული და იმედი.

2. ყოველდღიური ფიზიკური ვარჯიში – სიარული, ცურვა, ველოსიპედით სეირნობა, ცეკვა ხელს უწყობს სტრესის შემცირებას. აქტიური ადამიანები ფსიქიკური ფუნქციონირების დაკარგვისა  და დეპრესიის  დაბალი  რისკით გამოირჩევიან.

3.  შეცვლა და მიღება: დაიმახსოვრეთ, ცხოვრების  ნებისმიერ ეტაპზე და ნებისმიერ ასაკში შეიძლება სხვადასხვაგვარი ცვლილებისა და    სიახლის  შეტანა,  მიღება და გათავისება.

4. სიცილი: არ მოერიდოთ ხმამაღალ სიცილს, თუნდაც მარტო იყოთ და უყურებდეთ კომედიას. სიცილი გაიძულებთ   კარგად იგრძნოთ  თავი   და თავისებური თერაპიის საშუალებაა.

5. სწორი ძილი: შეეცადეთ, შეასრულოთ ძილის 6-8 საათიანი ციკლი. ძილი და ღვიძილი  იმდენად მჭიდროდაა დაკავშირებული ერთმანეთთან, რომ  სიფხიზლეში ორგანიზმის  ფუნქციური მდგომარეობა დამოკიდებულია „წინამორბედ ძილზე” და, პირიქით – ძილი მგრძნობიარეა სხვადასხვა შინაგანი და გარეგანი გამღიზიანებლის მიმართ, რომლებიც ღვიძილის დროს მუდმივად მოქმედებს ორგანიზმზე.

6. შეეცადეთ,  ნაკლებად აღელდეთ და ინერვიულოთ: თუ თქვენი სამზარეულო არ არის დალაგებული, როგორც იტყვიან, ამით „მსოფლიო არ მთავრდება”; ის, შესაძლოა, მოგვიანებითაც მოაწესრიგოთ,  ახლა კი უფრო მნიშვნელოვანი და ინტელექტუალური  საქმეები შეასრულეთ.

7. შეინარჩუნეთ დადებითი განწყობა  და პოზიტივი: გონებაში ატრიალეთ ფრაზები:

„მე შემიძლია, გავაკეთო,” ან – „ყველაფერი ამუშავდება”. კარგად  გაიაზრეთ, რომ საკუთარ თავზე ნეგატიური წარმოდგენა, სტრესს აღრმავებს, დადებით კი ხელს უწყობს მის კონტროლს.