მსხალი ჯანმრთელობისთვის აუცილებელი პროდუქტია

მსხალი ჯანმრთელობისთვის აუცილებელი პროდუქტია

მსხალი შეიცავს ანტიბიოტიკს და ეფექტურია მაღალი სიცხის დროს.

მსხალი ძალიან სასარგებლო ხილია. ის უხვად შეიცავს შაქარს, ორგანულ მჟავებს, ფერმენტებს, უჯრედისებს, B, C, D და PP ვიტამინებს, A პროვიტამინს, მიკროელემენტებს, იოდსა და ნახშირწყლებს.

ნუ შეჭამთ მსხალს უზმოზე და წყალსაც ნუ მიაყოლებთ. ასევე, არ გირჩევთ ჭამოთ ხორცის შემდეგ.

მსხლის წვენი ძალიან კარგი გამაჯანსაღებელი და ვიტამინებით მდიდარი სასმელია. ის განსაკუთრებით კარგია მათთვის, ვისაც მუხლის არეში სერიოზული პრობლემები აქვს. მსხალში შემავალი მჟავები განსაკუთრებით სასარგებლოა ორსული ქალებისა და მათთვის, ვისაც სისხლის მიმოქცევისა და სისხლძარღვების პრობლემები აწუხებთ. ასევე, სასურველია მისი ჭამა 40 წლის ასაკის შემდეგ. კარგია, თუ კვირაში ერთი დღე ორგანიზმს განტვირთვას მოუწყობთ და მხოლოდ მსხალს მიირთმევთ.

ეს ხილი ეფექტურია მაღალი სიცხის დროს და სასარგებლოა ფილტვებისთვის. შემცველი ანტიბიოტიკის – არბუტინის წყალობით, მის წვენსა და კომპოტს ანტიბაქტერიული თვისებები აქვს. ასევე, მსხალი აუცილებელია ჭარბწონიანი ადამიანებისთვის, რადგან ის ნივთიერებათა ცვლას უწყობს ხელს.

საოცარი თვისებების მქონე ეს ხილი, დაავადების დაძლევასთან ერთად, ხასიათის გაუმჯობესებასაც უზრუნველყოფს. მსხლის მიღებიდან რამდენიმე წუთში ადამიანს საგრძნობლად უუმჯობესდება გუნება-განწყობა.

მსხალი ძალიან სასარგებლოა არითმიის დროს. ის გულისცემას არეგულირებს, რაც იმით არის გამოწვეული, რომ მასში დიდი რაოდენობითაა კალიუმი, რომელიც გულის მუშაობას აუმჯობესებს.