ცოტა ხნის წინ ცნობილმა მომღერალმა რიანამ, მორიგი ტატუ გაიკეთა სხეულზე და ამ მოვლენის აღსანიშნავად სტრიპტიზ-ბარს ესტუმრა, სადაც მეგობრებთან ერთად გაერთო.
პოპ-ვარსკვლავი სტრიპტიზის მოცეკვავეებს ფულს უდებდა საცვლებში, ამ ყველაფერს ტელეფონით იღებდა და მაშინვე „ტვიტერზე” ტვირთავდა.
რიანას სტრიპტიზ-გართობა რამდენიმე წუთში გახდა ცნობილი თითქმის მთელი ამერიკისთვის.
ცხადია, ეს ინფორმაცია უმალ აიტაცეს ტაბლოიდებმა და ვარსკვლავს რამდენიმე სკანდალური სტატია მიუძღვნეს.