ზაია დეარი ის ქალია, ვინც თავის დროზე საფრანგეთის ნაკრების სამი ვარსკვლავი – ფრენკ რიბერი, კარიმ ბენზემა და სიდნეი გოვუ აცდუნა.
პრინციპში, კი არ აცდუნა, ეს ქალი მეძავია და ფეხბურთელები მისი მომსახურებით სარგებლობდნენ. ჰოდა, როგორც გაირკვა, როცა გოგონა მათ ლოგინში პირველად ჩაუგორდა, არასრულწლოვანი გახლდათ და ვარსკვლავებს სასამართლოში სირბილი მოუწიათ.
ცოტა ხნის წინ საფრანგეთის პორნოინდუსტრიის მამად ცნობილმა რეჟისორმა მარკ დორსელმა უკვე „წამოზრდილ“ ზაიას ფილმში მონაწილეობა შესთავაზა. ფილმი რა თქმა უნდა, დიდებისთვის იქნება.
ქალს პასუხი ჯერ არ უთქვამს, მაგრამ დიდი ალბათობით, ამ შეთავაზებას დათანხმდება, რადგან ფინანსური მოგების გარდა, ის პოპულარობასაც მიიღებს.