ანა კურნიკოვა ხომ გახსოვთ? ყოფილი ჩოგბურთელი და ახლა პრაქტიკულად, უსაქმოდაა და თავს სარეკლამო კონტრაქტებით ირჩენს.
ცოტა ხნის წინ ანა ჟურნალისტთა წინაშე წარდგა და როცა კომპლიმენტი უთხრეს, რა ლამაზად გამოიყურებიო, რჩევები არ დაიშურა.
– მინდა, ქალებს რამდენიმე რჩევა მივცე. ფორმაში რომ იყოთ და კომპლიმენტები დაიმსახუროთ, ამისთვის საჭიროა ფიტნესის მასწავლებელი დაიქირაოთ და მასთან ერთად დღეში ორი საათი ივარჯიშოთ, ერთი საათი ცურვას დაუთმოთ, მინიმუმ, ნახევარი საათი კი – სირბილს.
ასეთ შემთხვევაში, არც თქვენს ჯანმრთელობას დაემუქრება რამე და თავსაც ბევრად კარგად იგრძნობთ, – ამბობს კურნიკოვა.
მაგრამ, იმას კი აღარ აკონკრეტებს, ფიტნესის მწვრთნელისთვის გადასახდელი წლიური ოთხმოცი ათასი ევრო სხვა ქალებმა საიდან უნდა მოიტანონ. არადა, რუსი ყოფილი ჩოგბურთელი თავის მწვრთნელს ზუსტად ამდენს უხდის.