“უიღბლო”  მსახიობები

“უიღბლო” მსახიობები

სასოწარკვეთილებაშია ჩავარდნილი მსახიობი ვუდი ჰარელსონი. ცოტა ხნის წინ, მისი მამა ჩარლზი მკაცრი რეჟიმის ერთ-ერთ ციხეში გარდაიცვალა. ეს უკანასკნელი სამუდამო სასჯელს რამდენიმე ათეული ადამიანის მკვლელობის გამო იხდიდა. სიკვდილის წინ სინდისმა შეაწუხა და მოგონებების დღიური დატოვა. ნაწერებიდან ყველამ შეიტყო, რომ მსახიობის მამიკო პროფესიონალი კილერი ყოფილა და ამ პროფესიაში უბადლო რეპუტაციითაც სარგებლობდა. როდესაც ოჯახური საიდუმლო საქვეყნოდ გახმაურდა, საცოდავი ვუდი დეპრესიაში ჩავარდა, საკუთარ ვილაში განმარტოვდა და მსახიობობასაც დროებით შეეშვა. 

მშობლების გამო არ ულხინს მეთიუ მაკკონაჰისაც. მისმა დედამ, ქეით მაკკონაჰიმ ავტობიოგრაფიული წიგნი გამოსცა, რომელშიც მკითხველებს მრავალი საინტერესო რამ მოუთხრო. თურმე მსახიობის მამა, ბატონი ჯიმი იმ დროს გარდაიცვალა, როდესაც მეუღლესთან ცოლ-ქმრულ მოვალეობას ასრულებდა. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ როდესაც ექიმებმა ჯიმის სიცოცხლის გადარჩენა ვერ შეძლეს, ცოლის დაჟინებული თხოვნით, სახლიდან იმ სახით წაიყვანეს რომელშიც აღესრულა, ანუ სრულიად შიშველი. რასაკვირველია მეთიუსათვის დედის მემუარები სასიამოვნო წასაკითხი ვერ იქნებოდა.