ამერიკელი მსახიობი ჯორჯ კლუნისა და ახლო წარსულში პოპულარული იტალიელი ფეხბურთელი კრისტიან ვიერის ყოფილი საყვარელი, ელიზაბეტ კანალისი, კოსტა-რიკის სანაპიროზე ისვენებს.
ლამაზმანი სერფინგითა და დაივინგით ერთობა თავის „ბოიფრენდთან“, სტივი ოსთან ერთად, რომელსაც საკმაო ხანია, ხვდება. თუმცა, ერთხანს იტალიური პრესა მათი რომანის დასრულების შესახებ ავრცელებდა ინფორმაციას.
შეგახსენებთ, რომ ჯორჯ კლუნისა და კრისტიან ვიერისთან გახმაურებული რომანების გარდა, ელიზაბეტ კანალისს ურთიერთობა ჰქონდა სხვა ცნობილ ფეხბურთელებთანაც – დიდიე დროგბასთან და მანუელ ბლაზისთან. ასევე, რეჟისორ გაბრიელ მუჩინოსა და ბიზნესმენ ნიკოლო მინარდისთან.
თუმცა, ყველაზე სკანდალური და ვნებიანი სიყვარული მას მაინც მექალთანე ბობო ვიერისთან ჰქონდა.