ცნობილია, რომ კობი ბრაიანტი დიდ კალათბურთში პირდაპირ სკოლიდან მოვიდა, რაც უნიკალური შემთხვევაა. ის პირველი მოთამაშეა, ვინც კოლეჯთა ლიგის გვერდის ავლით მივიდა NBA-ში, კობი კარგად სწავლობდა სკოლაში და ნებისმიერი უნივერსიტეტი ან კოლეჯი მას უპრობლემოდ აიყვანდა გუნდში, მაგრამ მან უნივერსიტეტის გვერდის ავლით ააწყო კარიერა ლიგაში.
კობი ბრაიანტი პირველი ამერიკელი კალათბურთელია, რომელიც ფლობდა ევროპული კლუბის წილს. 1999 წელს ბრაიანტმა იტალიურ საკალათბურთო კლუბ „მილანის” აქციათა 50 პროცენტი შეიძინა. ამ კლუბის ღირსებას იცავდა მამამისი. 2009 წელს ბრაიანტმა თავისი აქციები გაასხვისა.
კობი ბრაიანტი საშინელებათა ჟანრის ფილმების თაყვანისმცემელია.
კობი ბრაიანტის საყვარელი რეპერია „კანიბუსი”. ასევე, კობის მონაწილეობა აქვს მიღებული შაკილ ონილის ალბომის ჩაწერაში.
1997 წელს კობი ბრაიანტმა უარი განაცხადა შეესრულებინა მთავარი როლი ფილმში „მისი თამაში”, სადაც მისი პარტნიორები დენზელ ვაშინგტონი და მილა იოვოვიჩი იქნებოდნენ. ეს როლი მოგვიანებით, რეი ალენმა ითამაშა.
კობის მშობლები ლათინოამერიკელზე მისი ქორწინების კატეგორიული წინააღმდეგები იყვნენ. ქორწილში არ მივიდნენ არც მშობლები, არც დები, არც აგენტი და არც თანაგუნდელები. მშობლები იწუნებდნენ რძალს, არ მოსწონდათ, რომ ის ლათინოამერიკელი იყო. უნდოდათ, რომ კობი აფროამერიკელზე დაქორწინებულიყო. კობის მშობლები ორი წელი არ ელაპარაკებოდნენ შვილს, მიუხედავად იმისა, რომ მეზობლად ცხოვრობდნენ. ცნობილია, რომ პირველი ჩემპიონობის შემდეგ, კობი ბრაიანტი ცხარე ცრემლით ტიროდა, რომ მამამისი მის არც ერთ ფინალურ მატჩს არ დაესწრო.
ბავშვობაში კობი ბრაიანტი გატაცებული იყო აღმოსავლური ორთაბრძოლებით, კერძოდ, ის დღემდე ვარჯიშობს ჯიტ კუნ-დოში. კობის კერპი ბრიუს ლია.
სპორტულ ფეხსაცმელს კობი ბრაიანტი ყოველი მესამე მატჩის შემდეგ იცვლის.
„ლოს-ანჯელეს კლიპერსის” ხელმძღვანელებმა 17 წლის კობი ბრაიანტი, მხოლოდ იმიტომ არ აიყვანეს დრაფტზე, შეეშინდათ, რომ ბიჭი არ აღმოჩნდებოდა მზად დატვირთვებისთვის. კლუბში დღემდე ნანობენ ამ გადაწყვეტილებას.
კობი ბრაიანტი ფასტფუდის დიდი მოყვარული გახლდათ. მას „მაკდონალდსის” პროდუქცია მოსწონდა 2010 წლამდე. მას შემდეგ, რაც კობი გაუპატიურების სკანდალში გაეხვა, „მაკდონალდსმა” მასთან სარეკლამო კონტრაქტი გაწყვიტა და კობიმაც საპასუხოდ უარი განაცხადა ჰამბურგერების ჭამაზე.
იტალიაში ცხოვრების პერიოდში კობი ბრაიანტი საფეხბურთო კლუბ „მილანის” ქომაგი იყო. ის არც ერთ მატჩს არ აცდენდა, სადაც მისი საფეხბურთო კერპები – მარკო ვან ბასტენი, რუუდ გულიტი და ფრანკ რაიკაარდი თამაშობდნენ. „მილანთან” ერთად კობი „ბარსელონას” ქომაგიც არის.
კობი ბრაიანტი მაიკლ ჯექსონის ახლო მეგობარი იყო.
პირველი ტატუირება კობი ბრაიანტმა მომავალი მეუღლის, ვანესას პატივსაცემად გაიკეთა.
სკოლაში სწავლის პერიოდში კობი ბრაიანტი რეპ-ჯგუფის წევრი იყო. ის სოლო-კარიერის დაწყებაზეც ფიქრობდა, რომ არა კალათბურთი.
სინამდვილეში კობი ბრაიანტის ნამდვილი სახელია კობე - რაც იაპონურად მარმარილოსფერ საქონლის ხორცს ნიშნავს. საქონელს სპეციალური იაპონური ტექნოლოგიით ზრდიან და მის ხორცს მარმარილოს შეფერილობა აქვს. ასეთი ხორცისგან შემწვარი კერძი გასინჯეს კობის მშობლებმა ფილადელფიაში, ერთ-ერთ იაპონურ რესტორანში და გადაწყვიტეს, შვილისთვის მისი სახელი დაერქმიათ.
2003 წელს კობი ბრაიანტს ბრალი ედებოდა სასტუმროს თანამშრომლის, კატელინ ფაბერის გაუპატიურებაში. თუმცა საბოლოოდ, კატელინმა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე და სკანდალი სასამართლოს გარეშე დარეგულირდა.